July 16, 2009

ახალგაზრდული “შემოგვიერთდით” ზუგდიდში ჩავიდა [video]

გასვლითი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეექვსე დღეს ახალგაზრდულმა გაერთიანებამ “შემოგვიერთდით” ბათუმიდან ზუგდიდში გადაინაცვლა. სამეგრელოში ისინი მცირე ჯგუფით ჩავიდნენ და საინფორმაციო ვიზიტი დაარქვეს. ახალგაზრდები ზუგდიდში განთავსებული საკნების “პატიმრებს” შეხვდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქალაქის ქუჩებში საპროტესტო პლაკატები გააკრეს.