September 6, 2009

სამეგრელოში ოპოზიციური მუხტი მატულობს...[video]

ზუგდიდის ცენტრში განთავსებულ 4 „საკანს“ კიდევ ერთი შეემატა, რომელშიც ოპოზიციის 4 მომხრე ჩაჯდა. ალექსანდრე მოლაშხია, მანუჩარ მალანია, ირაკლი თორდია და რამაზ მოლაშხია აცხადებენ, რომ ზუგდიდში არსებული ტერორი გაუსაძლისი ხდება, და ისინი ამ ნაბიჯით ცდილობენ ხელი შეუწყონ საზოგადოებაში შიშის სინდრომის გატეხვას.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საკნების“ საპროტესტო აქცია უკვე ოთხთვეზე მეტია მიმდინარეობს. თბილისისგან განსხვავებით, ოპოზიციის ლიდერების თქმით, სამეგრელოში, პროტესტის ამ ფორმას თავისი მნიშვნელობა ჯერ არ დაუკარგავს.

როგორც „საკნის“ პირველი „პატიმარი“ კახა მიქაია ამბობს, „ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე გაგრძელდება“...