October 8, 2009

ორი სენსაციური კლიპის პრეზენტაცია [video]

როგორც საზოგადოებას მოეხსენება თბილისში "საკნების"აქციის შეწყვეტის შემდეგ საპროტესტო მუხტი ზუგდიდში არ განელებულა. ხუთივე "საკნის" პატიმრები ზუსტად ხუთი თვეა "პოზიციებს ინარჩუნებენ” და სააკაშვილის "ნაშიერებს" მედგრად უმკლავდებიან.

რამდენიმე თვეა, რაც "საკნების"აქცია ვიდეო-პროექტორის ფონზე მიმდინარეობს ამით ზუგდიდელებს საშუალება აქვთ პირდაპირ ეთერში იხილონ “აკრძალული ვიდეოები”, ტელეკომპანიების “მაესტროსა” და “კავკასიის” საინფორმაციო გამოშვებები თუ თოქ-შოუები.

4 ოქომბერს კი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის შუაგულში ორი ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართეს.

“საკნებთან” დამონტაჟებულ პროექტორზე ადგილობრივები, მეგრელი ჩინოვნიკებისადმი მიძღვნეილ კლიპს თვალს მალულად, თუმცა დიდი ინტერესით ადევნებდნენ.

ვიდეორგოლები არც ხელისუფლებასა და ძალოვანებს გამოპარვიათ. ძვირადღირებული ავტომანქანებიდან მათი მზერა პროექტორისკენ იყო მიმართული. თავშეკავებული, მაგრამ აგრესიული რეაქციები დაბურული მინებიდანაც თვალნათლივ ჩანდა...

კადრებში თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, პროკურორი როლანდ ახალაია, გამგებელი ალექსანდრე ქობალია, გუბერნატორი ზაზა გოროზია, პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და სხვა ჩინოვნიკები მეგრული სიმღრების “სისის ტურას” და “არამი დო შარიქას” ფონზე გამოჩდნენ.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და კლიპის შემქმნელი კახა მიქაია პრეზენტაციაზე ხელბორკილებით გამოჩნდა.

კახა მიქაია: “ცნობილი მეგრული სიმღერების “არამი და შარიქას” და “სისა ტურას” მოტივებზე დავამონტაჟეთ ორი კლიპი, სადაც გამიყენებულია პრესა.გე-ს ჟურნალისტის ნანა ფაჟავას მიერ გადაღებული კადრები, აგრეთვე სხვა დოკუმენტური ფოტო და ვიდეო მასალა. ჩვენ გვსურდა საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ დაგვენახვებინა, ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა ნამდვილი სახე კლიპში ყურადღება გავამახვილეთ იმ ტერორსა და უსამართლობაზე, რომელიც რეგიონშია გამეფებული.

მაშინ, როდესაც სამეგრელოში ფაქტიურად ბლოკირებულია მედიასაშუალებების უმეტესი ნაწილი და აკრძალულია ალეტერნატიული აზრის გამოთქმა, ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებას დავანახოთ სააკაშვილის რეჟიმის უკეთურობანი და ამ ფორმით კიდევ ერთხელ დავაფიქროთ სამეგრელოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

რაც შეეხება ბორკილებს ამ ყოველივეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ რეალურად მთელი საქართველო სააკაშვილის პირადი პატიმარია.
[ილია ჩაჩიბაია]