October 8, 2009

მაესტრო იხურება? [video]

ტელეკომპანია "მაესტრომ" შესაძლოა მაუწყებლობა შეწყვიტოს. ტელეარხის თავისუფალი მაუწყებლობისთვის პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გახმიანებული გარანტიები და მარეგულირებელი კომისიის მიერ ორი თვის წინ გაცემული ლიცენზია როგორც ჩანს საკმარისი არ აღმოჩნდა. განცხადება, რომ მაესტრო შესაძლოა დაიხუროს, არხის დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გააკეთა.