August 13, 2009

ომში დაზარალებულები შეიარაღებულმა სპეცრაზმმა გამოყარა [Video]

შიდა ქართლის გუბერნიის შენობიდან აგვისტოს ომით დაზარალებულები АКС-ის ტიპის ავტომატებით შეიარაღებულმა სპეცრაზმმა გამოყარა. 

8 აგვისტოს, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით აგვისტოს ომის წლისთავი აღინიშნებოდა, გორის რაიონის ორი სოფლის – ფლავისა და ფლავისმანის მოსახლეობა გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილთან ითხოვდა შეხვედრას, სოციალური და სხვა პრობლემების გასაზიარებლად. 
ორივე სოფელი ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიას ესაზღვრება. მოსახლეობის განცხადებით, გუბერნატორის მდივანმა მათ განუცხადა, რომ ვარძელაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა.

როცა ხალხმა მოითხოვა, რომ მდივნის ნათქვამი საკუთარი თვალით ენახა, გუბერნატორის თანაშემწემ მოსახლეობას განუცხადა – ”შეგიძლიათ, ტუალეტშიც ნახოთ”...
საბა წიწიკაშვილი