October 8, 2009

ეკონომიკური ლიბერალიზმის ტყავში გახვეული პრეზიდენტი [video]

როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნების სიომ დაბერა. ისიც ჩანს, რომ წინაასრჩევნო კამპანიაში ეკონომიკურ მიმართულებას მთავარი როლი მიენიჭება. რადგანაც საზოგადოებაში მთავრობის იმიჯი ნულია, ეკონომიკურ ინიციატივებს უკვე თავად პრეზიდენტი აჟღერებს.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე საკონსტიტუციო ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით, კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 30%-ზე მეტი არ იქნება. ასევე კონსტიტუციურად უნდა დაფიქისრდეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იყოს არაუმეტეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არაუმეტეს 60%.
“თანამედროვე ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთიშემთხევები, როდესაც მთავრობა თავად მიისწრაფვის საკუთარი თავის შეზღუდვისკენ, მონიტორინგისკენ და კონტროლისკენ. ჩვენი პრინციპია, ქამრების შემოჭერა და არა ხალხისა და ბიზნესმენებისთვის ყელში წაჭერა. ფისკალური პასუხისმგებლობა დემოკრატიული მმართველობის ფუნდამეტალური ვალდებულებაა” - აღნიშნა სააკაშვილმა პარლამენტში “ეკონომიკური თავისუფლების აქტის წარდგენისას.
საქართველოს პრეზიდენტის მომხრეა, რომ სახელმწიფო ამა თუ იმ გადასახადის გაზრდისა თუ ახალი გადასახადის და წესების გადაწყვეტილება ხალხთან თანხმობის გარეშე არ მიიღოს. ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფომ გადასახადების შემცირებით შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა და სახელმწიფოს ეს ვალდებულებები უცლელი უნდა იყოს.
გარდა ამისა, სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, აიკრძალოს სახელმწიფო მარეგულირებელი ახალი ორგანოების შექმნა. “თავისუფლების აქტით უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გააჩინოს ახალი პარაზიტები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკმაყოფილების მიზნით”, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აკრძალვა უკვე მოქმედ მარეგულერებელ ორგანოებს არ შეეხებათ.
პრეზიდენტის ინიციატივები მყისვე აიტაცა მთავრობამ. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ კერძო ბიზნესს უპრეცედენტო თავისუფლებას ეძლევა.
“ახალი ინიციატივის მთავარი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკა იყოს ლიბერალური. სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში იყოს მინიმალური, ზოგიერთ სექტორში კი საერთოდ აიკრძალოს კიდეც, ხოლო მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები იყოს შეუქცევადი”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ახალ ინიციატიავში არის ის, რომ გადასახადების ნებისმიერი ზრდის ან ახალი განაკვეთების დაწესების გადაწყვეტილები მიღება მთლიანად გადადის ხალხზე. “ეს არის აბსოლიტურად უპრეცედენტო, როცა მთავრობა იხსნის ამ პრეროგატივას და რეფერენდუმის გზით ხალხი გადაწყვეტს გადასახადების გაზრდის საკითხს”, - აცხადებს ბაინდურაშვილი.
ქართველ ექსპერტებს პრეზიდენტის სიტყვების ნაკლებად სჯერათ, რადგან ასეთი ინიცაიტივები და დაპირებები უკვე არაერთგის მოუსმენიათ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლადო პაპავა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებულ ახალ ინიციატივებს “წმინდა წყლის პოპულიზმად” აფასებს.
მისი აზრით, სააკაშვილის მიერ წამოყენებული ინიციატივები საზოგადოების ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანას ემსახურება. “ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგან შესაძლოა, იყოს პერიოდი, როდესაც ეს დეფიციტი 3%-ზე მეტი აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, ის, რომ ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები არ უნდა შეიქმნას, ესეც ვიცით, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა სწორი არ არის, რადგან მისი შექმნა რაღაც ეტაპზე, შესაძლოა, საჭირო გახდეს”, - განაცხადა პაპავამ.
გია ხუხაშვილის აზრით კი, პრეზიდენტის ინიციატივები უკვე აშენებეული შენობის ფასადის ღებვას ჰგავს. მისი აზრით, საქართველოს ეკონომიკაში გაცილებით სიღრმისეული პრობლემები არსებობს.
“მარეგულირებელი კომისიები უნდა არსებობდეს მხოლოდ მონოპოლიურ სისტემებში, ესენია ტელეკომუნიკაციები და ენერგეტიკა. ბუნებრივია, სხვა სფეროში რეგულაცია ნორმალურ ქვეყნებში ისედაც არ არის და ამ ტიპის აკრძალვის ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით განხილვა სრულიად უადგილოა”, - განაცხადა ექსპერტმა.
ქვეყნაში არსებობს სისტემური პრობლემები და ამ ყველაფრის გამომწვევია - სასამართლო, სადაც მეწარმეს თავის დაცვა უნდა შეეძლოს ხელისუფლების განუკითხაობისგან და კონკურენტული პირობების არარსებობა.
“ალბათ, პათოსი და განწყობა იყო მიმარული იქით, რომ ჩვენ აღარასოდეს გვექნება ანტიმონოპოლიური სამსახური, რაც კონკურენტული გარემოს უზრუნვეყოფის მთავარი ინსტრუმენტია ამ კუთხით პრეზიდენტის გამოსვლა უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ”, - განაცხადა ხუხაშვილმა.


[დავით კირვალიძე, presa.ge]