ზუგდიდში „საკნების“ აქცია შეწყდა [video]
„ვფიქრობ, რომ ზუგდიდში პროტესტის ამ ფორმამ ამოწურა თავისი ფუნქცია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკნები ავიღოთ. სამეგრელოში, მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოში“ მოქალაქეთა რეგისტრაციას. მინდა დიდი მადლობა მოვუხადო, კახა მიქაიას და მის თანამებრძოლებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში პროტესტს უშიშრად გამოხატავდნენ“ – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და მოგვიანებით „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.