September 6, 2009

ვლადიმერ ვახანიას პროცესზე მოწმე დააკავეს... [video]

3 სექტემბერს ზუგდიდიში გამართულ პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე ჯამბულ ჩიქოვანი 40-მდე სამართალდამცავმა დააპატიმრა. პოლიციელებმა იგი სწორედ მაშინ აიყვანეს, როდესაც სასამართლოს ჩვენება მისცა და მეუღლესთან ერთად შინ ბრუნდებოდა. დაკავების მომსწრე ჩიქოვანის ახლობლებთან ერთად ჟურნალისტები და ვახანიას იურისტებიც გახდნენ, რომლებმაც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დემონსტრაციულად დატოვეს... მოწმის დაკავების კადრები გადაღებულია ჟურნალისტ ნანა ფაჟავას მიერ.