ილია მეორე: “მე უნდა შევიდე სოხუმში, ნინოშვილის 13-ში” [video]
“მე უნდა შევიდე ნინოშვილის 13-ში” - ეს ფრაზა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას ბრძანა. ნინოშვილის 13, სოხუმში არსებული ის ქუჩაა, სადაც მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ცხოვრობდა.
- “ის სახლი ჩვენმა ეკლესიამ იყიდა და დიდი სიყვარულით ვიხსენებ იმ დროს, როცა მე იქ ვცხოვრობდი. მოჩანდა მთელი ზღვის სანაპირო, როგორ შემოდიოდნენ გემები... ახლა სულ სხვა ვიღაც ცხოვრობს საეკლესიო სახლში. აი, ესეც კი არ დაინდეს, იქაც კი შესახლდნენ, მაგრამ ეს დროებითია, ისინი ნახავენ თავის გზას და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს კერებში...” - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
კინოთეატრ “ატრიუმში” გამართულ შეხვედრაზე პატრიარქმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა, მაგრამ იმ განსაცდელზეც ისაუბრა, რომელიც უფალმა ქართველებზე დაუშვა.
- “აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ სიყვარული, ურთიერთგაგება. მრავალი აფხაზი არის ჩემი ნათლული. მე ვსაყვედურებდი ჩვენს ქართველებს, ეკლესიაში რატომ არ დადიხართ-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ, რომ მანდარინის პლანტაციები გვაქვს, საქმე ბევრია და ამიტომ ვერ ვახერხებთო. მაგრამ მაინც საოცარი მრევლი მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად დადიოდნენ ეკლესიაში ქართველები, ყოველ წესს ასრულებდნენ, ნათლობას, ჯვრისწერას.
და აი, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს განსაცდელი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს სულზე... მე კარგად მესმის, რა განსაცდელი გამოიარეთ თქვენ და არანაკლები გამოიარა მთელმა საქართველომ. მე მინდა მოგახსენოთ ჩემი რწმენა და იმედი, რომ დადგება ის დრო, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას”, - აღნიშნა ილია მეორემ.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება პატრიარქმა უდიდეს შეცდომად აღიარა. მისი თქმით, საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსვლა და საქართველოს გამთლიანება.
სხვა შემთხვევაში ის ხედავს, რომ აფხაზეთი იარსებებს, მაგრამ აფხაზები აღარ იქნებიან. იგი მოძმე აფხაზებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ არა მარტო საქართველოს გამთლიანებაზე, არამედ საკუთარ თავზეც უნდა იფიქრონ, რადგან სხვანაირად ისინი აღარ იქნებიან მკვიდრნი თავისი სამშობლოსი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დევნილებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა აფხაზეთში გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ე.წ. ავტოკეფალიის მოთხოვნაზე და მას არასერიოზული უწოდა.
- “ძალიან რთულია საეკლესიო მდგომარეობა აფხაზეთში. რამდენიმე მღვდლის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არასერიოზულია და ჩვენ ამაზე არავითარი რეაგირება არ უნდა გავცეთ. რუსეთისა და მსოფლიო პატრიარქები, სხვა ეკლესიები ჩვენ გვიჭერენ მხარს და ცნობენ მხოლოდ ერთ დამოუკიდებელ ეკლესიას, სადაც შედის აფხაზეთი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოწესრიგდება...” - ბრძანა პატრიარქმა.
19 სექტემბერი უწმინდესისა და უნეტარესის სამეგრელოში სამდღიანი ვიზიტის ბოლო დღე იყო. სამი დღის განმავლობაში მან რეგიონის ეკლესია-მონასტრები მოიარა, შეხვდა მრევლს. 18 სექტემბერს ნიკო დადიანისეულ სასახლეში შეხვედრისას მან ხუთი ზუგდიდელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა შორის არიან ცნობილი ლოტბარი და შემსრულებელი პოლიკარპე ხუბულავა, ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია, საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია.
19 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა, სადაც ათასობით მართლმადიდებელ ქრისტიანს საშუალება ჰქონდა ასევე მთხვეოდა ღვთისმშობლის კვართს, რომელიც საგანგებოდ პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებით მუზეუმიდან გამოაბრძანეს.
საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ზუგდიდელებს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებაც აუწყა - ზუგდიდში სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება და აშენდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია.

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]